ქართველი მსაჯების საერთაშორისო აღიარება
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია ულოცავს ვერა კაპანაძესა და მერი ლომიძეს საფრანგეთში, მონტარჯიში გამართულ Solidarity's Center Open 2026-ზე საუკეთესო ქალი მსაჯების წოდების მოპოვებას.
ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მათი პროფესიონალიზმის, მრავალწლიანი გამოცდილების, თავდაუზოგავი შრომისა და ტაეკვონდოსადმი ერთგულების შედეგია.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია მუდმივად ზრუნავს ქართველი მსაჯების პროფესიულ განვითარებაზე, საერთაშორისო სემინარებსა და ტურნირებში მათ აქტიურ მონაწილეობაზე. სწორედ ასეთი თანმიმდევრული მხარდაჭერა და განვითარებისკენ მიმართული მუშაობა ქმნის საფუძველს, რომ ქართველი მსაჯები საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს შეფასებებს იმსახურებდნენ.
ასევე, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ივანიშვილი და ჯოშგუნ ნადიროვი, რომელთა პროფესიონალიზმმა, თავდადებულმა მუშაობამ და მნიშვნელოვანმა წვლილმა ქართველი მსაჯების განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ვულოცავთ ვერა კაპანაძესა და მერი ლომიძეს ამ ღირსეულ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ მრავალ საერთაშორისო აღიარებას, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ტაეკვონდოს მსაჯობის მაღალ დონეს.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის საქართველოს სპორტის სამინისტროს და სპორტის განვითარების ფონდს ქართული ტაეკვონდოსა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მსაჯების მხარდაჭერისთვის.
