ზუკა კინწურაშვილის სლოვენიური ბრინჯაო
სლოვენიაში, დასრულდა სლოვენიის ღია ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 სპორტსმენით იღებდა მონაწილეობას.
ტურნირში პირველი დათა ახალაძე ჩაება, რომელმაც პირველი ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო, სამწუხაროდ მეორე შეხვედრაში, ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან იტალიელ, ანდრეა კონტისთან დამარცხდა
კარგად დაიწყო გამოსვლა ვერიკო კაპანაძემაც, რომელმაც გერმანელ მეტოქეს, იოლად 2-0 სძლია, თუმცა მომდევნო შეხვედრაში, ყაზახ მეტოქესთან დამარცხდა.
ბექა ქავთარაძე, რომელიც ტურნირზე განთესილი იყო, მეორე წრიდან ჩაერთო. პირველი შეხვედრა ბოსნია ჰერცეგოვინას ნაკრების წვერთან მუჰამედ ჯონკოსთან გამართა და გაიმარჯვა. ბექას შემდეგი მეტოქე, ყაზახი მაკსატ ორინსაბარი იყო, რომელთანაც სამწუხაროდ დამარცხდა. უნდა აღინიშნოს რომ ყაზახი სპორტსმენი, მიუხედავად იმისა რომ ფინალში, ასევე ყაზახ სპორტსმენთან, დამარცხდა, ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენად მიჩნიეს
პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ დავით ბუიძე და ოზჯან ფაშაევი
მარტივი გამოდგა ზუკა კინწურაშვილის (რომელიც ბექა ქავთარაძის მსგავსად, განთესილი იყო და ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო) პირველი შეხვედრა, სან-მარინოელ სტეფანო კრესცენტინის 2-0 ( 13:0, 12:0) მოუგო, ზუკამ მარტივად დაძლია მეოთხედფინალი, სადაც მისი ვიზავი გერმანელი ტაჰარ შეტუი იყო - 2-0 (3:2, 10:2). ძალიან დაძაბული გამოდგა ნახევარფინალი, სადაც ზუკას მეტოქე, ხორვატი მარკო გოლუბიჩი იყო. პირველი პერიოდი ზუკას გამარჯვებით 11:3 დასრულდა. მეორე პერიოდში, ხორვატმა მეტოქემ მცირედი უპირატესობით 4-6 გაიმარჯვა. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი, ზუკას უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბოლო წამებზე გაშვებული დასანანი ქულის გამო ფრედ 10-10 დასრულდა, მსაჯების გადაწყვეტილებით კი გამარჯვება მარკო გოლუბიჩს დარჩა. ამრიგად ზუკა, მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა
სლოვენიის ღია ჩემპიონატი იყო წლის პირველი შეჯიბრება სადაც ეროვნულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ეს ტურნირი ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია, აპრილში დაგეგმილი ევროპის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირისა და მაისში ჩანიშნული მსოფლიო ჩემპიონატისა,
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გაწეული დახმარებისათვისა და გვერდში დგომისთვის.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრესამსახური