
ალექსანდრე გურაბანიძე ევროპის ჩემპიონია
ალბანეთში კადეტთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე ქართული მედლით დასრულდა.
- 33 კილოგრამში, ჩემპიონობა ალექსანდრე გურაბანიძემ იზეიმა.
ალექსანდრემ ჩემპიონატი მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო, ყველა ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ღირსეულად დაეუფლა ჩემპიონის მედალს.
ალექსანდრე გურაბანიძე, ტურნირზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.