სპორტის მინისტრი ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

სპორტის მინისტრი ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

Საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელსა და სპორტსმენებს შეხვდა.

Შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ მღებრიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი როინ ვარშანიძე და კადეტთა ნაკრების წევრები.

თეა წულუკიანმა ქართველ სპორტსმენებს   მსოფლიოს ჩემპიონატსა და პარიზის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ პარიზში გამართული საერთაშორისო ტურნირი ზურაბ კინწურაშვილმა ოქროს მედლით დაამთავრა. ქართველმა სპორტსმენმა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ლიცენზია მოიპოვა.