ზურაბ კინწურაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ზურაბ კინწურაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

10-12 მაისს, ბელგრადმა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირი, პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის წინ, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო, ამიტომაც ყველა წონაში, წონის ლიდერებმა მოიყარეს თავი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის,  იოსებ ოსიძის გადაწყვეტილებით, საქართველო სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი:

ვიტალი გელაძე - -58კგ.

ბექა ქავთარაძე - -68კგ.

ზურაბ კინწურაშვილი - -74კგ.

 

პირველი ბრძოლაში ვიტალი გელაძე ჩაება, რომელმაც  ნიდერლანდელ აიმენ აჩინესთან დაძაბულ ორთაბრძოლაში, პირველივე შეხვედრა დათმო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

 

ვიტალისთან შედარებით წარმატებით გამოვიდა ბექა ქავთარაძე, რომელიც მერვედფინალამდე მივიდა და იქ ფრანგი ტეო ლუსიენთან დამარცხდა. უნდა ითქვას რომ ბექას ძალიან ცოტა დააკლდა ლუსიენის დასამარცხებლად.

 

ტურნირის დასკვნით დღეს, 12 მაისს ქართველებიდან მხოლოდ ზურაბ კინწურაშვილი გამოდიოდა. ზურა, რომელიც ტურნირზე მესამე ნომრად იყო განთესილი,  პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო. მისი მოწინააღმდეგე ხორვატი ლეონ ჰრგოტა იყო და ზურამ იოლად 2-0 დაამარცხა.

 

ასევ იოლად, გაიმარჯვა მეოთხედფინალში, სადაც ზურას   მეტოქე ირლანდიელი დილანდი ნსილუ იყო. ნსილუ ზურასთვის ნაცნობი მეტოქეა, 2023 წლის ევროპულ თამაშებზე, სადაც კინწურაშვილი ჩემპიონი გახდა, სწორედ მას მოუგო, პირველი ბრძოლა.

 

კინწურაშვილმა  ვადაზე ადრე დაასრულა ნახევარფინალი, მან მოწინააღმდეგეს ბერძენ ხარლამპოს ფლოუსკუნისის  2-0  აჯობა.  უნდა აღინიშნოს რომ ქართველი სპორტსმენი ფინალამდე ისე მივიდა, ერთი რაუნდიც არ წაუგია.

 

ფინალში ზურას მეტოქე, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, კინწურაშვილისათვის კარგად ნაცნობი, ესპანელი დანიელ ბარერა იყო. სწორედ მასთან გაიმარჯვა ზურამ, 2023 წლის ევროპული თამაშების ნახევარფინალში. ევროპის ჩემპიონატის ფინალში,  ზურამ პირველი რაუნდი მოიგო, მაგრამ შემდეგ რაუნდებში უკეთესად ესპანელი მეტოქე გაისარჯა და საბოლოოდ, კინწურაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

ამრიგად, ზედიზედ მეორე წელია, ზურა ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხდება, რაც მის სტაბილურობაზე  უსვამს ხაზს. იმედია, ზურა მალე კონტინენტის ჩემპიონიც გახდება და სხვა დიდ ტურნირებზეც ასახლებს საქართველოს.

 

ეროვნული ნაკრები, ღონისძიებაზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.

 

VIDEO