ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებულია

ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებულია

ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებულია

 

ისტორიაში პირველად, ქართველმა ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

 

გერმანიაში გამართულ მსოფლიო უნივერსიადაზე, ზურაბ კინწურაშვილი ტურნირის ფავორიტად იყო მიჩნეული, მან ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და ტურნირის ღირსეული გამარჯვებული გახდა.

 

ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ მღებრიშვილი, ფედერაციის და პირადად მისი სახელით ულოცავს მიღწეულ წარმატებას ქართველ სპორტსმენს, იოსებ ოსიძის ხელმძღვანელობით ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს და განსაკუთრებულ მადლობას უხდის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, შალვა გოგოლაძესა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ, ლერი ხაბელოვს.