სპორტის მინისტრი ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

სპორტის მინისტრი ტაეკვონდოს ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

Საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელსა და სპორტსმენებს შეხვდა.

Შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ მღებრიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი როინ ვარშანიძე და კადეტთა ნაკრების წევრები.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის  აქტიური ხელშეწყობითა და დახმარებით ტაეკვონდოს ფედერაციის სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, ქართველ სპორტსმენებს  მინისტრმა მიღწეული წარმატებები პირადად მიულოცა.

საქართველოს ნაკრები მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, საიდანაც   საფრანგეთში G2 კატეგორიის საერთაშორისო ტურნირზე გადაინაცვლა და ასპარეზობა იქ გააგრძელა.

საფრანგეთში, სადაც უძლიერესმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი, საქართველოს ნაკრები ღირსეულად გამოვიდა -  ზურაბ კინწურაშვილმა ( 74 კგ წონითი კატეგორია) ყველა მეტოქე დამაჯერებელი უპირატესობით დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.  ამ გამარჯვებით კი  ფაქტობრივად ევროპის 2023 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა,  რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს.

ლიცენზიანტთა საბოლოო სია  წლის ბოლოს გამოქვეყნდება. ოლიმპიადაზე მონაწილეობის შანსს  -  ვერიკო კაპანაძე და ბექა ქავთარაძეც ინარჩუნებენ.

გარდა ამისა, 7 ქართველი სპორტსმენი კადეტთა ევროპის ჩემპიონატშიც მონაწილეობდა და  მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.

საქართველოს ტაეკოვნდოს ეროვნული ფედერაცია, კიდევ ერთხელ ულოცავს ჩვენს სპორტსმენებს წარმატებულ გამოსვლას, სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს უსურვებს  და დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისთვის.