საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი - კასპი, 20-21 მაისი
მიმდინარე წლის 20-21 მაისს, კასპმა, ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა.
ჩემპიონატში დაახლოებით 400-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და უნდა აღინიშნოს რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, გაზრდილია მონაწილეთა გეოგრაფია, რაც ცალსახად ტაეკვონდოს პოპულარიზაციასა და მასშტაბურობის გაზრდაზე მიუთითებს.
ჩემპიონატი, ცოტა ხნის წინ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შეძენილი, სრულიად ახალი ელექტრონული სისტემით ჩატარდა.
სისტემა კომპანია „DAEDO”-ს ნაწარმია და სწორედ მსგავსი სისტემით ტარდება ყველა ტიპის საერთაშორისო ჩემპიონატი - მათ შორის - ოლიმპიადა და მსოფლიოს ჩემპიონატიც.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა მონაწილემა, ხაზგასმით აღნიშნა, ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზება.
მაღალ დონეზე იმუშავა მსაჯთა ბრიგადამ, მათი ძალისხმევით მინიმუმამდე იყო დაყვანილი შეცდომები, რაც აისახა კიდეც ჩემპიონატზე. სამომავლოდ იგეგმება მსაჯთა გადამზადებაც, რაც გაზრდის როგორც ტაეკვონდოს დონეს, ასევე, ქვეყანას საშუალებას მისცემს უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ჩემპიონატებს.
ჩემპიონატს დაესწრნენ საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თეიმურაზ მღებრიშვილი და ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრებიც და მათაც მაღალი შეფასება მისცეს ჩემპიონატის დონეს.